პედრო სანჩესის განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულებლად საჭიროა მოლაპარაკება ყველასთან, მათ შორის ვლადიმერ პუტინთან 
პედრო სანჩესის განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულებლად საჭიროა მოლაპარაკება ყველასთან, მათ შორის ვლადიმერ პუტინთან 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულებლად საჭიროა მოლაპარაკება ყველასთან, მათ შორის ვლადიმერ პუტინთან.

სანჩესი არ ეთანხმება, რომ ეს არის სისუსტის ჟესტი და მაგალითად მოჰყავს ის კონტაქტები, რომლებიც საფრანგეთსაც და გერმანიასაც უკვე ჰქონდათ რუსეთის პრეზიდენტთან.

ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა იგრძნოს ესპანეთის სოლიდარობა და ესპანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.

პედრო სანჩესის განცხადებით, ეს ომი არა მხოლოდ გავლენას ახდენს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, არამედ ეწინააღმდეგება ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის უფლებები.