პედრო სანჩესი – ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგის აღიარებაა, ხალხის სურვილები ხმის მიცემით გამოიხატება, ამ მომენტიდან პარლამენტი ისარგებლებს უდიდესი ლეგიტიმაციით

14:24, 29.11.2026

ესპანეთში მიმდინარე ვადამდელ არჩევნებში საკუთარი პოზიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა დააფიქსირა. მისი თქმით, დღევანდელი არჩევნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესპანეთისთვის, არამედ ევროპისთვისაც.

„იქნება დიდი მობილიზაცია და, ასევე, მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესპანეთისთვის, არამედ ევროპისთვისაც. იმედი მაქვს, რომ ის, რასაც მივაღწიეთ ბოლო რვა წლის განმავლობაში, ასევე ის, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შემოგვთავაზეთ, იქნება ის, რასაც ასევე გავუგზავნით დანარჩენ ევროპას“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

ესპანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა წინასაარჩევნო კამპანიაზე.

„მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში დიდი მობილიზაცია ვნახე. დებატებისა და პოლიტიკური პარტიების წინადადებების მიმართ დიდი ინტერესი იყო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ გვაქვს ჯანსაღი და კონსოლიდირებული დემოკრატია, სადაც მოქალაქეები ერთგულები არიან. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქტივობა გვექნება“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

პედრო სანჩესის თქმით, ესპანეთის პარლამენტი, ამომრჩეველთა აქტივობის გათვალისწინებით, ამიერიდან უდიდესი ლეგიტიმაციით ისარგებლებს, რადგან აღნიშნული მოქალაქეების ნებას ასახავს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგის აღიარებაა. ჩვენ გვაქვს სუფთა და დამცავი სისტემა. ხალხის სურვილები ხმის მიცემით გამოიხატება. ამ მომენტიდან პარლამენტი ისარგებლებს უდიდესი ლეგიტიმაციით ამომრჩეველთა აქტივობისა და მონაწილეობის თვალსაზრისით, რადგან ეს ნამდვილად ასახავს მოქალაქეების ნებას. მთავრობას ექნება საკმარისი ძალა, რომ საარჩევნო პროგრამა აღასრულოს“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

ცნობისთვის, ესპანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მასშტაბით  ხმის მიცემის უფლება კი 38.6 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს.

მსგავსი