პედრო სანჩესი - ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირისთვის დადგა დრო, პალესტინის სახელმწიფო აღიარონ, თუ ასე არ იქნება, ესპანეთი თავის გადაწყვეტილებას მიიღებს
პედრო სანჩესი - ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირისთვის დადგა დრო, პალესტინის სახელმწიფო აღიარონ, თუ ასე არ იქნება, ესპანეთი თავის გადაწყვეტილებას მიიღებს

ვფიქრობ, დადგა დრო საერთაშორისო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ევროკავშირისა და მისი წევრებისთვის, რომ პალესტინის სახელმწიფო აღიარონ, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

როგორც პედრო სანჩესმა აღნიშნა, „თუ ეს ასე არ იქნება, ესპანეთი თავის გადაწყვეტილებას მიიღებს“.

„ვფიქრობ, დადგა დრო საერთაშორისო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ევროკავშირისა და მისი წევრებისთვის, რომ პალესტინის სახელმწიფო აღიარონ. მნიშვნელოვანი იქნებოდა,  თუ ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფო ამას ერთად გააკეთებს. თუ ეს ასე არ იქნება, ესპანეთი თავის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა სანჩესმა.