პედრო სანჩესი – თანაგრძნობას ვუცხადებ მარიკარმენის ოჯახსა და ახლობლებს, გულწრფელი თანადგომა ყველას, ვინც დღეს ამ დანაკარგს ისე განიცდის, როგორც საკუთარს

23:57, 07.10.2026

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი 87 წლის მარიკარმენ აბასკალის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„თანაგრძნობას ვუცხადებ მარიკარმენის ოჯახსა და ახლობლებს. ჩემი გულწრფელი თანადგომა ყველას, ვინც დღეს ამ დანაკარგს ისე განიცდის, როგორც საკუთარს. დაე, მშვიდად განისვენოს”,- წერს სანჩესი.

ესპანეთში გარდაიცვალა 87 წლის ქალი, რომლის ბინიდან გამოსახლებამაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია​.

მსგავსი