პედრო სანჩეს​ი – სეუტის კრიზისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ტყუილები დაკავშირებულია როგორც რუსეთთან, ასევე ისრაელთან

13:19, 31.08.2026

სეუტის კრიზისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ტყუილები დაკავშირებულია როგორც რუსეთთან, ასევე ისრაელთან, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მცდარი ინფორმაცია ასევე უკავშირდება საერთაშორისო ულტრამემარჯვენე მოძრაობას, რომელიც ყოველთვის იყენებს მიგრაციას არა მხოლოდ ესპანეთზე, არამედ ევროპაზე თავდასხმისთვის.

„რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად სახელმწიფო აქტორისგან მოდის. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა და ჯერ კიდევ ვაწარმოებთ გამოძიებას, მაგრამ მთავრობამ გარკვეულ ფაქტორებზე დაყრდნობით უნდა იმუშაოს“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.

მსგავსი