პედრო სანჩესი - რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის
პედრო სანჩესი - რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის

რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

ესპანეთის პრემიერი ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

„ბუჩა და ირპენი აჩვენებენ პუტინის ბარბაროსობის ჭრილობებსა და ნაწიბურებს. რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის“, – თქვა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

მანამდე, ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა დაადასტურა, რომ ესპანეთი უკრაინას ექვს „ლეოპარდის“ ტანკს გადასცემს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთი 55 უკრაინელ ჯარისკაცს „ლეოპარდის“ ტანკების მართვას ასწავლის.