პედრო სანჩესი – როგორც ჩანს, აშშ-ის სამხედრო მოქმედების ერთადერთი მიზანი არის ვენესუელაში მთავრობის შეცვლა და ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდება

01:04, 07.01.2026

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-ის ვენესუელაში სამხედრო ოპერაციამ საშიში პრეცედენტი შექმნა. ამის შესახებ პედრო სანჩესმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სანჩესის თქმით, როგორც ჩანს, აშშ-ის ერთადერთი მიზანი ვენესუელაში მთავრობის შეცვლა და ენერგორესურსების მითვისება იყო.

„ესპანეთს არასდროს უღიარებია მადუროს მთავრობა, რადგან მან დაარღვია წესები. სწორედ ამ მიზეზით არ შეიძლება, აღიარებული იყოს სამხედრო მოქმედების ლეგიტიმურობა, რომელიც აშკარად უკანონოა, არღვევს საერთაშორისო სამართალს და რომლის ერთადერთი მიზანი, როგორც ჩანს, არის სხვა ქვეყნის მთავრობის შეცვლა მისი ბუნებრივი რესურსების ხელში ჩასაგდებად“, – თქვა სანჩესმა.

მსგავსი