პედრო სანჩესი – მილეი, ტრამპი, ბოლსონარუ და ორბანი ულტრამემარჯვენე მოძრაობას მიეკუთვნებიან, რომელსაც მასკის მსგავსი ოლიგარქებიც აფინანსებენ, არ დავუშვებთ, ესპანეთი მათი კოლონია გახდეს

12:03, 10.11.2026

მილეი, ტრამპი, ბოლსონარუ და ორბანი – ისინი, ყველანი, ერთსა და იმავე საერთაშორისო ულტრამემარჯვენე მოძრაობას მიეკუთვნებიან, რომელსაც, სხვათა შორის, ილონ მასკის მსგავსი ტექნოლოგიური ოლიგარქებიც აფინანსებენ, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ყველა მათგანს ერთი მიზანი აქვს – ესპანეთი საკუთარ კოლონიად აქციონ.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ქვეყანა გახდეს ტექნოლოგიური ოლიგარქების ან საერთაშორისო ულტრამემარჯვენე მოძრაობის კოლონია, რომელიც ესპანელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ჩემი პოზიცია მკაფიოა, ესპანეთი სუვერენული სახელმწიფოა. ესპანეთს, მადრიდის გარდა, ვერცერთი სხვა დედაქალაქიდან ვერ მართავენ“, – განაცხადა სანჩესმა.

მსგავსი