პედრო სანჩესი ლამინ იამალს ისრაელის მხრიდან კრიტიკის ფონზე მხარდაჭერას უცხადებს - „ფეხბურთელმა გამოხატა სოლიდარობა პალესტინის მიმართ, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მისით უნდა ვიამაყოთ“
პედრო სანჩესი ლამინ იამალს ისრაელის მხრიდან კრიტიკის ფონზე მხარდაჭერას უცხადებს - „ფეხბურთელმა გამოხატა სოლიდარობა პალესტინის მიმართ, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მისით უნდა ვიამაყოთ“

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მოთამაშეს, ლამინ იამალს ისრაელის მხრიდან კრიტიკის გამო მხარდაჭერას უცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც სანჩესმა აღნიშნა, მათ, ვინც „სახელმწიფოს დროშის“ აფრიალებას სიძულვილის გაღვივებად მიიჩნევენ, „ან გონება დაკარგეს, ან საკუთარი სირცხვილით დაბრმავდნენ“.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ეროვნული ლიგის მოგების შემდეგ პალესტინის დროშის აფრიალების გამო ლამინ იამალი ისრაელის თავდაცვის მინისტრის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.

„მე მოველი, რომ ისეთი დიდი და პატივსაცემი კლუბი, როგორიც „ბარსელონაა“ ამ განცხადებებისგან დისტანცირდება და ცალსახად ნათლად განაცხადებს, რომ ტერორიზმის წაქეზებას ან მხარდაჭერას ადგილი არ აქვს“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

საპასუხოდ სანჩესმა აღნიშნა: „იამალმა პალესტინის მიმართ გამოხატა მხოლოდ სოლიდარობა, რომელსაც მილიონობით ესპანელი გრძნობს. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მისით უნდა ვიამაყოთ“.