პედრო სანჩესი - ისრაელი ღაზაში ამ საუკუნის უდიდეს გენოციდს ახორციელებს, ნეთანიაჰუს არ უნდა მიეცეს პალესტინაში იმის გაკეთების უფლება, რაშიც პუტინს უკრაინაში ადანაშაულებენ
ისრაელი ღაზაში ამ საუკუნის უდიდეს გენოციდს ახორციელებს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
პედრო სანჩესის თქმით, ევროპა საკმარისს არ აკეთებს ამ გენოციდის შესაჩერებლად.
„ამ ევროპული საბჭოს სხდომაზე მე მოვუწოდე ყველას ისრაელთან შეთანხმების დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ, რადგან ის, ვინც მის დამფუძნებელ პრინციპებს არღვევს, ვერ იქნება ევროკავშირის პარტნიორი და ვერც ის, ვინც შიმშილსა და ომს ლეგიტიმური სახელმწიფოს გასანადგურებლად იყენებს. ნეთანიაჰუს არ უნდა მიეცეს პალესტინაში იმის გაკეთების უფლება, რაშიც პუტინს უკრაინაში ადანაშაულებენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო კვლავ შეიკრიბება ამ საკითხის განსახილველად და უმაღლესმა წარმომადგენელმა ახალი ზომები უნდა წარადგინოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი ადეკვატური იქნება, რადგან ღაზას აშკარად აღარ შეუძლია ლოდინი. ესპანეთის მთავრობასაც არ შეუძლია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ზოგიერთის გულგრილობამ, დუმილმა ან უბრალოდ პოლიტიკურმა გათვლებმა საუკუნის ამ უდიდესი გენოციდის თანამონაწილე გაგვახადოს“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.