პედრო სანჩესი - ესპანეთმა აიღო ვალდებულება, რომ დაიწყებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან, ასევე დასავლეთ ბალკანეთსა და საქართველოსთან, თუ საჭირო პირობებს შეასრულებენ
პედრო სანჩესი - ესპანეთმა აიღო ვალდებულება, რომ დაიწყებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან, ასევე დასავლეთ ბალკანეთსა და საქართველოსთან, თუ საჭირო პირობებს შეასრულებენ

ევროპული საბჭოს სხდომის პირველი განსახილველი საკითხი გახლდათ გაფართოება, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ესპანეთმა აიღო ვალდებულება, რომ დაიწყებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან, ასევე დასავლეთ ბალკანეთსა და საქართველოსთან, თუ საჭირო პირობებს შეასრულებენ.

„1-ელ ივლისს მქონდა შესაძლებლობა, ჩავსულიყავი კიევში, შევხვედროდი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და გადამეცა მისთვის, რომ ევროკავშირი ყველა წევრი სახელმწიფო და ევროპული ინსტიტუტები იმუშავებენ იმ ისტორიული მიღწევისთვის, რაც გუშინ მოხდა. ეს არის უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ მოლდოვასთანაც, იგივე პროცესი დაიწყება დასავლეთ ბალკანეთსა და საქართველოსთან, თუ ისინი საჭირო პირობებს შეასრულებენ. სწორედ ეს იყო ის ვალდებულება, რომელიც ესპანეთმა 1-ელ ივლისს კიევში აიღო“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.