პედრო სანჩესი ესპანეთის პრემიერად მეორე ვადით აირჩიეს
პედრო სანჩესი ესპანეთის პრემიერად მეორე ვადით აირჩიეს

პედრო სანჩესი ესპანეთის პრემიერ-მინისტრად მეორე ვადით აირჩიეს.

კენჭისყრაზე პედრო სანჩესს 179-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 171 კი წინააღმდეგი იყო.

სანჩესმა კოალიციური მთავრობის აღდგენის უზრუნველსაყოფად ექვსი პარტია გააერთიანა. პედრო სანჩესმა ასევე ხელი მოაწერა ორ კატალონიურ სეპარატისტულ პარტიასთან შეთანხმებას, მას შემდეგ, რაც გასცა ამნისტიის პირობა მათთვის, ვინც დაარღვია კანონი 2017 წელს, კატალონიის რეგიონის წარუმატებელი გამოყოფის მცდელობის დროს.

კონსერვატიულმა „სახალხო პარტიამ“ არჩევნები ივლისში მოიგო, მაგრამ პარტიიის ლიდერმა, ალბერტო ნუნიეს ფეიხომ უმრავლესობა ვერ შექმნა.