პედრო სანჩესი – ესპანეთის მთავრობა ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში ვითარებას, მოვუწოდებთ ყველას სიტუაციის განმუხტვისკენ
საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს ქარტიის პრინციპები დაცული უნდა იყოს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „იქსზე“ ვენესეუალეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს.
პედრო სანჩესი მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
„ესპანეთის მთავრობა ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში არსებულ ვითარებას. ჩვენი საელჩო და საკონსულოები ღია რჩება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას სიტუაციის განმუხტვისკენ და პასუხისმგებლიანი ქმედებებისკენ. საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს ქარტიის პრინციპები დაცული უნდა იყოს“, – წერს პედრო სანჩესი.
El Gobierno de España está haciendo un seguimiento exhaustivo de los acontecimientos en Venezuela. Nuestra embajada y consulados están operativos.
Hacemos un llamamiento a la desescalada y a la responsabilidad. Hay que respetar el Derecho Internacional y los principios de la…
— Pedro Sánchez (@sanchezcastejon) January 3, 2026