პედრო სანჩესი - ესპანეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობას ივლისამდე აღიარებს
პედრო სანჩესი - ესპანეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობას ივლისამდე აღიარებს

ესპანეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობას ივლისამდე აღიარებს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა იორდანიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, პალესტინის აღიარება, სავარაუდოდ, დაემთხვევა 9 ივნისის ევროპულ საარჩევნო კამპანიას.

ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სჯერა, რომ მალე შეიქმნება „კრიტიკული მასა“ ევროკავშირში, რომელიც აიძულებს რამდენიმე წევრ ქვეყანას, მიიღონ იგივე პოზიცია.

პედრო სანჩესი იორდანიის შემდეგ კატარსა და საუდის არაბეთში ჩავა.

22 მარტს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე პედრო სანჩესმა თქვა, რომ შეთანხმდა ირლანდიის, მალტისა და სლოვენიის ლიდერებთან, რათა „გადაედგათ პირველი ნაბიჯები“ მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში პალესტინელების სახელმწიფოებრიობის აღიარებისთვის. საპასუხოდ, ისრაელმა უთხრა ოთხ ქვეყანას, რომ მათი გეგმა წარმოადგენს „პრიზს ტერორიზმისთვის“, რომელიც შეამცირებს ღაზის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარების შანსებს.

არაბული ქვეყნები და ევროკავშირი ნოემბერში ესპანეთში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა არის პასუხი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე.

„როიტერის“ ინფორმაციით, 1988 წლიდან გაერო-ს 193 წევრი სახელმწიფოდან 139-მა აღიარა პალესტინის სახელმწიფოებრიობა.