პედრო სანჩესი - ესპანეთი არ ცნობდა მადუროს რეჟიმს, მაგრამ ასევე არ ცნობს ინტერვენციას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს
პედრო სანჩესი - ესპანეთი არ ცნობდა მადუროს რეჟიმს, მაგრამ ასევე არ ცნობს ინტერვენციას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთი არ ცნობს აშშ-ის სამხედრო ოპერაციას ვენესუელაში, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

„ესპანეთი არ ცნობდა მადუროს რეჟიმს, მაგრამ ის ასევე არ ცნობს ინტერვენციას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და რეგიონს უბიძგებს გაურკვევლობისა და აგრესიულობის ჰორიზონტისკენ“, – აღნიშნავს სანჩესი.

პედრო სანჩესმა ასევე მოუწოდა ყველა მხარეს, „იფიქრონ მშვიდობიან მოსახლეობაზე, პატივი სცენ გაერო-ს ქარტიას და ჩამოაყალიბონ სამართლიანი და დიალოგზე დაფუძნებული გარდამავალი პერიოდი“.