პედრო სანჩესი - აშშ-ის შეჭრა გრენლანდიაში ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად გადააქცევს, რადგან ეს ლეგიტიმაციას მიანიჭებს მისი შეჭრის მცდელობას უკრაინაში
პედრო სანჩესი - აშშ-ის შეჭრა გრენლანდიაში ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად გადააქცევს, რადგან ეს ლეგიტიმაციას მიანიჭებს მისი შეჭრის მცდელობას უკრაინაში

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის შეჭრა გრენლანდიაში პუტინს დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ადამიანად აქცევს. ამის შესახებ განცხადება პედრო სანჩესმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ქმედება დანიის შემადგენლობაში შემავალი კუნძულის წინააღმდეგ დააზიანებს ნატო-ს და რუსეთის უკრაინაში შეჭრას ლეგიტიმაციას მიანიჭებს.

„თუ ვფოკუსირდებით გრენლანდიაზე, მე უნდა ვთქვა, რომ აშშ-ის შეჭრა ამ ტერიტორიაზე ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად გადააქცევს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ლეგიტიმაციას მიანიჭებს მისი შეჭრის მცდელობას უკრაინაში. თუ აშშ გამოიყენებს ძალას, ეს იქნება სასიკვდილო განაჩენი ნატო-სთვის. პუტინი კი ორმაგად ბედნიერი იქნება“, – ამბობს სანჩესი.