პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ვალენსიაში, ქალაქ პაიპორტაში აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობა „მარგინალური“ იყო
პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ვალენსიაში, ქალაქ პაიპორტაში აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობა „მარგინალური“ იყო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობა იყო „მარგინალური“. ასე გამოეხმაურა სანჩესი ვალენსიაში, ქალაქ პაიპორტაში მომხდარს, სადაც მოქალაქეების პროტესტის გამო მალევე მოუწია ტერიტორიის დატოვება. ხალხი პრემიერ-მინისტრისა და მეფე ფილიპე მეექვსის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა.

„მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ვალდებულებების აღებას. რა თქმა უნდა, ისინი გმობენ და უარყოფენ ნებისმიერი სახის ძალადობას, რომელიც შესაძლოა, განხორციელდეს, როგორც ეს, სამწუხაროდ, დღეს ვიხილეთ“, – თქვა სანჩესმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიზანი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და იმ ადამიანების ცხედრების პოვნაა, რომლებიც შესაძლოა, ამ ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

„და მთავარი მიზანია, ვიმუშაოთ ვალენსიის პროვინციის აღდგენაზე და ყველა იმ ტერიტორიის აღდგენაზე, რომელიც შესაძლოა, დაზარალდა ამ საშინელი კატასტროფის შედეგად, არა მხოლოდ ვალენსიის რეგიონში, არამედ ესპანეთის სხვა ნაწილებშიც“, – თქვა სანჩესმა.

ესპანეთის მეფე ფელიპე, დედოფალთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან ერთად, დღეს ვალენსიაში, წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ პაიპორტაში ჩავიდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები სკანდირებდნენ – „მკვლელებო, მკვლელებო“ და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.