პედრო სანჩესი აცხადებს, რომ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობდა – „აბსურდულია, იფიქრო, მთავრობამ იცოდა და არაფერი გააკეთა“

14:02, 03.09.2026

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ სეუტას ანკლავში მიგრანტების შეჭრის შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობდა.

მისი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ქალაქში მასობრივი შესვლის უკან მაროკოს კვალს დაადასტურებდა.

„აბსურდულია, იფიქრო, რომ მთავრობამ იცოდა და არაფერი გააკეთა“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

ესპანეთის მიერ მიგრანტების ნაკადის მართვამ პარტნიორი სახელმწიფოები გააღიზიანა, რის გამოც იტალიამ ესპანეთიდან ჩამოსულ ემიგრანტებზე სასაზღვრო შეზღუდვები დააწესა. სანჩესის თქმით, „სეუტა ესპანეთის საზღვარი არ არის, ესპანეთია ევროპის საზღვარზე“.

ცნობისთვის, ივლისის ბოლოს დაახლოებით 72 000 ადამიანი მაროკოდან სეუტაში შეიჭრა. 2-3 სექტემბერს კი მადრიდში, ბარსელონაში, ვალენსიასა და სევილიაში ათიათასობით ადამიანი სეუტის მიგრაციული კრიზისის გასაპროტესტებლად ქუჩებში გავიდა.

მსგავსი