პედრი ლა ლიგის პირველი ტურისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ნახევარმცველი პედრი მოასწრებს გამოჯანმრთელებას ლა ლიგის ახალი სეზონის სტარტისთვის, – წერს გამოცემა Mundo Deportivo.
21 წლის ესპანელმა ტრავმა ევრო 2024-ის მეოთხედფინალში მიიღო გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ.
წყაროს ცნობით, პედრი ინდივიდუალურად ვარჯიშობს. დიდი ალბათობით, ის მზად იქნება ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურისთვის, როცა 17 აგვისტოს „ბარსელონა“ „ვალენსიას“ შეხვდება.