პაველ ჰერჩინსკი - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული, ასე რომ, ჩვენ სრულად ვცემთ პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას
პაველ ჰერჩინსკი - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული, ასე რომ, ჩვენ სრულად ვცემთ პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ასე რომ, ჩვენ სრულად ვცემთ პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩს სასამართლოსთან დაკავშირებით მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, პროცესი მიმდინარეობს, ვენეციის კომისიის მოსაზრებაზე მუშაობა გრძელდება.

„ეს პროცესი არ არის მარტივი. ყველა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს აქვთ თავიანთი გადაწყვეტა. ამას ვაკვირდებით დიდი ყურადღებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს სრულად პროფესიონალური და დამოუკიდებელი სასამართლო“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.