პაველ ჰერჩინსკი -  საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანებულია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, ყველა ქვეყანას საკუთარი კონტრიბუცია შეაქვს ისე, როგორც შეუძლია, საქართველო ამ ძალისხმევის ნაწილია
პაველ ჰერჩინსკი -  საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანებულია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, ყველა ქვეყანას საკუთარი კონტრიბუცია შეაქვს ისე, როგორც შეუძლია, საქართველო ამ ძალისხმევის ნაწილია

რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, რომელიც არის სრულად არაპროპორციული, უსამართლო და სასტიკი, მთელი საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის დაგმობაში გააერთიანა, საქართველო ამ საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანებული და მონდომებულია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.

„გუშინ ჩვენ კიდევ ერთი რეზოლუცია მივიღეთ, რომელიც გმობს და იზოლაციაში აქცევს რუსეთს. მოხარული ვარ, ამ რეზოლუციის ერთ-ერთი კონტრიბუტორი საქართველოც იყო. საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანებული და მონდომებულია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. ყველა ქვეყანას საკუთარი კონტრიბუცია შეაქვს ისე, როგორც შეუძლია. საქართველო ამ ძალისხმევის ნაწილია. ჩვენ საქართველოს მხარდაჭერის იმედი გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდება. ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა და ჩვენ, როგორც შეგვიძლია, უკრაინელების ძალისხმევას მხარს ვუჭერთ. საგარეო პოლიტიკა საქართველოს გადასაწყვეტია. ჩვენი გადმოსახედიდან ნამდვილად მოხარული ვართ, რომ საქართველო რუსეთის იზოლაციისა და დაგმობის ფართო საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილია“, – აღნიშნა ელჩმა.