პაველ ჰერჩინსკი - პარლამენტში შეხვედრებზე განვიხილეთ ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, გავაგრძელებ შეხვედრებს სხვა კომიტეტის წევრებთანაც
პაველ ჰერჩინსკი - პარლამენტში შეხვედრებზე განვიხილეთ ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, გავაგრძელებ შეხვედრებს სხვა კომიტეტის წევრებთანაც

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა, რა დროსაც ევროკავშირთან მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ელჩის თქმით, პარლამენტში შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.

„დღეს გავაგრძელე შეხვედრები პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან, აგრარულ საკითხთა, გენდერული თანასწორობის, საბიუჯეტო და ფინანსური, ახალგაზრდობისა და სპორტის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ყველა ეს შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირთან მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს დაახლოება ევროკავშირის პრინციპებსა და სტანდარტებთან, რაც მიმდინარე პროცესია. გავაგრძელებ შეხვედრებს სხვა კომიტეტის წევრებთანაც. ეს ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ამ საკითხებზე და უზრუნველყოფას, რომ საქართველოს კანონმდებლობა უახლოვდებოდეს ევროკავშირის სტანდარტებსა და პრინციპებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.