პაველ ჰერჩინსკი - პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კონფერენცია მნიშვნელოვანია, რათა სამოქალაქო საზოგადოების აზრი გასაგები იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთათვის
პაველ ჰერჩინსკი - პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კონფერენცია მნიშვნელოვანია, რათა სამოქალაქო საზოგადოების აზრი გასაგები იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთათვის

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ორიენტირებული იყო ევროინტეგრაციის საკითხებზე.

მისივე თქმით, კონფერენციაზე საქართველოს წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და მოხარულია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდით.

„ჩვენ გავმართეთ მეორე ერთობლივი კონფერენცია, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ. კონფერენცია ორიენტირებული იყო ევროინტეგრაციაზე. ვისაუბრეთ ეკომონიკურ განვითარებაზე, გარემოს დაცვაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია და მოხარული ვარ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდით. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის მეორე ასეთი შეხვედრა და იმედი მაქვს, კიდევ ბევრი ასეთი შეხვედრა იქნება ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლისთვის და სამოქალაქო საზოგადოება განიხილავს ყველაზე აქტუალურ საკითხებს, რის წინაშეც საქართველო დგას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რათა სამოქალაქო საზოგადოების აზრი გასაგები იყოს საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთათვის“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გაიმართა.