პაველ ჰერჩინსკი - მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, ყველაფერი გააკეთონ უკრაინის გასამარჯვებლად
უკრაინას აქვს თავდაცვის სრული უფლება. ჩვენ მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფინანსურად, სამხედრო კუთხით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, ყველაფერი გააკეთონ უკრაინის გასამარჯვებლად.
„უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრიდან ორი წლისთავს ვუახლოვდებით. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, დავიკავეთ მხარე ძალიან ცხადად. ჩვენ უკრაინის უკან ვდგავართ. უკრაინას აქვს თავდაცვის სრული უფლება. როგორც ევროკავშირი, მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფინანსურად, ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე სამხედრო კუთხით. ვამაყობ, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირმა ერთსულოვნად გადაწყვიტა, დახარჯოს 50 მილიარდი ევრო უკრაინის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად. ეს არის უკრაინის მიმართ ჩვენი უცვლელი მხარდაჭერის კიდევ ერთი ვალდებულება, რომელსაც მართლა სჭირდება ყველას დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს არა მხოლოდ უკრაინის გვერდით იყვნენ, რამდენს ხანსაც საჭირო იქნება, არამედ ყველაფერი გააკეთონ, რაც საჭიროა, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.