პაველ ჰერჩინსკი - გვინდა, სამართლებრივი სისტემა იყოს შეძლებისდაგვარად პროფესიონალური და დამოუკიდებელი, როგორ უნდა მოხდეს ეს, გადაწყვეტილება თავად ქართველების მისაღებია
პაველ ჰერჩინსკი - გვინდა, სამართლებრივი სისტემა იყოს შეძლებისდაგვარად პროფესიონალური და დამოუკიდებელი, როგორ უნდა მოხდეს ეს, გადაწყვეტილება თავად ქართველების მისაღებია

გვინდა, რომ საქართველოს სამართლებრივი სისტემა იყოს შეძლებისდაგვარად პროფესიონალური და დამოუკიდებელი. როგორ უნდა მოხდეს ეს, გადაწყვეტილება თავად ქართველების მისაღებია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩო, მიმდინარე რეფორმა და საკითხები შემდგომი გაუმჯობესებისთვის“ განაცხადა.

ელჩის თქმით, დღევანდელი კონფერენცია საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი ახლაც და მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმას.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს, რომელიც ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მიერ ერთობლივად არის ორგანიზებული იმ მიზნით, რომ ვიმსჯელოთ საქართველოში სისხლის სამართლის რეფორმაზე. ჩვენ მხარს ვუჭერდით, მხარს ვუჭერთ და მომავალშიც დავუჭერთ მხარს მართლმსაჯულების რეფორმას, მათ შორის სისხლის სამართლის რეფორმას, რომ ის ევროპის სტანდარტთან შეძლებისდაგვარად თავსებადი გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც არამხოლოდ მთავრობასა და ოფიციალურ პირებს კრებს ერთად, არამედ პრაქტიკოსებსაც, იურისტებსაც იმისთვის, რომ სისხლის სამართლის სისტემა გაუმჯობესდეს საქართველოში. გვინდა, საქართველოს სამართლებრივი სისტემა იყოს შეძლებისდაგვარად პროფესიონალური და დამოუკიდებელი. როგორ უნდა მოხდეს ეს, გადაწყვეტილება თავად ქართველების მისაღებია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.