პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ სახალხო დამცველის აპარატს, მისი როლი გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში
პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ სახალხო დამცველის აპარატს, მისი როლი გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში

როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ სახალხო დამცველის აპარატს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი დიდ როლს ასრულებს.

„სახალხო დამცველის აპარატს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მისი როლი გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ სახალხო დამცველის აპარატს. ეს აპარატი ასრულებს დიდ როლს, როდესაც საქმე ეხება იმას, რომ დავრწმუნდეთ, ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით კი, ყველაზე დაუცველი ჯგუფების უფლებები საქართველოში კარგად დაცულია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.