პაველ ჰერჩინსკი – ჩვენ ხშირად გვესმის, რომ საქართველოს თითქოს არჩევანის გაკეთება უწევს იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის, არ გიწევთ ასეთი არჩევანის გაკეთება, ეს ყალბი დილემაა

16:30, 06.10.2026

ჩვენ ხშირად გვესმის, რომ საქართველოს თითქოს არჩევანის გაკეთება უწევს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის, არ გიწევთ ასეთი არჩევანის გაკეთება, ეს ყალბი დილემაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) განაცხადა, სადაც მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

მისი თქმით, შესაძლებელია, იყო ტრადიციული და ღრმად ქრისტიანული, ამავე დროს – ღია გარე სამყაროსთვის და მიიღო სარგებელი ევროინტეგრაციისგან.

„ჩემი გულწრფელი მილოცვა მასწავლებლებს. თქვენი პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია. მასწავლებლების მიმართ განსაკუთრებული პირადი დამოკიდებულება მაქვს, რადგან დედაჩემი და მამაჩემი მასწავლებლები იყვნენ. SANGU აჩვენებს, რომ შესაძლებელია, იყო ძალიან ტრადიციული, მაგრამ ამავდროულად იყო ღია, თანამედროვე და გქონდეს საერთაშორისო კავშირები. ვფიქრობ, ეს თავად „სანგუს“ მიღმაც მნიშვნელოვანი გზავნილია. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ საქართველოს თითქოს არჩევანის გაკეთება უწევს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის. არ გიწევთ ასეთი არჩევანის გაკეთება. ეს ყალბი დილემაა. როგორც „სანგუსთვის“, ისევე მთლიანად საქართველოსთვის შესაძლებელია, იყო ტრადიციული და ღრმად ქრისტიანული, ამავე დროს კი – ღია გარე სამყაროსთვის და მიიღო სარგებელი ევროინტეგრაციისგან“, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი