პაველ ჰერჩინსკი - ბედნიერი ვარ, რომ პირველად აღვნიშნავთ ევროპის დღეს ქართველებთან ერთად, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ევროპული პერსპექტივა
პაველ ჰერჩინსკი - ბედნიერი ვარ, რომ პირველად აღვნიშნავთ ევროპის დღეს ქართველებთან ერთად, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ევროპული პერსპექტივა

ბედნიერი ვარ, რომ პირველად აღვნიშნავთ ევროპის დღეს ქართველებთან ერთად, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ დღეს აღვნიშნავთ ევროპის დღეს, ევროპის, რომელიც დგას უსაფრთხოების, მშვიდობის და კეთილდღეობის მხარეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირველად აღვნიშნავთ ევროპის დღეს ქართველებთან ერთად, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ევროპული პერსპექტივა. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და მაქვს შესაძლებლობა, მოვუსმინო მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის და ქართული სიმფონიური ორკესტრის შესანიშნავ მუსიკალურ შესრულებას“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

რუსთაველის ეროვნულ თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი იმართება.