პაველ ჰერჩინსკი - 12 რეკომენდაციაზე მუშაობა გრძელდება, არაერთ პრიორიტეტზე პროგრესი მიღწეულია, სხვებზე ჯერ კიდევ ველოდებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს
პაველ ჰერჩინსკი - 12 რეკომენდაციაზე მუშაობა გრძელდება, არაერთ პრიორიტეტზე პროგრესი მიღწეულია, სხვებზე ჯერ კიდევ ველოდებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს

12 პრიორიტეტზე მუშაობა გრძელდება, არაერთ პრიორიტეტზე პროგრესი მიღწეულია, სხვებზე ჯერ კიდევ ველოდებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს, მაგალითად, სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ არცერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით პრობლემები არ იქნება და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდება.

„სხვა პრიორიტეტებზე ვიცი, რომ პარლამენტში ამ დროისთვის მუშაობა შეწყვეტილია, რადგან საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელებს, როგორებიცაა ვენეციის კომისია და „ოდირი“, მიმართეს მოსაზრებისთვის. ვიცი, რომ როდესაც ეს მოსაზრება მზად იქნება, მუშაობა განახლდება. ასე რომ, ეს ჯერ კიდევ სამუშაო პროცესია. ზოგიერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით მკაფიოდ დიდი პროგრესია, სხვებზე მუშაობა გაგრძელდება. ჩვენ ამას დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს. წლის ბოლოსთვის პროგრესი შეფასდება ჯერ ევროპული კომისიის მიერ, შემდეგ კი გადაწყვეტილებას 27 წევრი ქვეყნის ლიდერი მიიღებს. რეკომენდაციები ქართველებს გასულ წელს მისცეს. მუშაობა გრძელდება, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული და კომისიის მოსაზრება იქნება მიღებული საქართველოს ევროპული მისწრაფების სასარგებლოდ. ამ დროისთვის არ მსურს პრობლემებთან დაკავშირებით საუბარი, რადგან ეს სამუშაო პროცესია. ვიმედოვნებთ, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება არცერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით“, –  განაცხადა ელჩმა.