პაუ გასოლი კობი ბრაიანტს - ყველაზე მეტად ის მინდა, რომ შენ და ჯიჯი აქ იყოთ, შენ გარეშე მე აქ არ ვიქნებოდი #1TVSPORT
ნეისმიტის სახელობის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიისას „ლეიკერსის“ შემადგენლობაში NBA-ის ორგზის ჩემპიონმა, პაუ გასოლმა პატივი მიაგო თავის ყოფილ თანაგუნდელს კობი ბრაიანტს.
„2008 წლის პირველ თებერვალს გადავედი „ლეიკერში“.
სწორედ მაშინ გავიცანი ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემს თამაშზე. მან მასწავლა, რა არის საჭირო უმაღლეს დონეზე გასამარჯვებლად; მაჩვენა, რომ ბევრი მუშაობაა საჭირო და როგორი აზროვნება უნდა გქონდეს, რათა საუკეთესო იყო შენს საქმეში; როგორ უნდა აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე; რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ლიდერი გახდე. ეს იყო კობი.
შენს გარეშე, ძმაო, მე აქ არ ვიქნებოდი. ყველაზე მეტად ახლა ის მინდა, რომ შენ და ჯიჯი აქ იყოთ, ჩვენ გვერდით. მენატრები და მიყვარხარ“, – განაცხადა გასოლმა.
კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიჯი 2020 წელს კალიფორნიაში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.