პატრის ევრა მბაპეზე - ნუ ადარებთ მას ანრის, ის პაპენის ტერფადაც არ ღირს #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს პატრის ევრას მიაჩნია, რომ კილიან მბაპე არ შედის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა რიცხვში.
„თქვენ ამბობთ, რომ ის საუკეთესო ან ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის პაპენის ერთ ტერფამდეც კი ვერ აღწევს. და არასოდეს შეადაროთ მბაპე ტიერი ანრის. მოდით, აღარასოდეს გავაკეთოთ ასეთი შედარებები.
თქვენ შექმენით ეს პროდუქტი. ჩემი აზრით, ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ, როცა თქვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე ამბობთ, მაშინ… გინახავთ ტიერი ანრის თამაში? თქვენ კვარცხლბეკზე აყენებთ ადამიანებს, რომელთა ადგილიც იქ არ არის“, – განაცხადა ევრამ.