პატრის ევრა გულშემატკივრის ცემისთვის შვიდი თვით დაისაჯა

21:13, 10.11.2017

“მარსელის” მცველი პატრის ევრა გულშემატკივარზე თავდასხმის გამო შვიდთვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის წინ, რომელშიც “მარსელი” პორტუგალიის “გიმარაეშს” ხვდებოდა, ფრანგული კლუბის ერთ-ერთმა ფანმა ევრას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც, ფეხბურთელმა გულშემატკივართან მიირბინა და სახეში ფეხი ჩაარტყა.

დისკვალიფიკაციის გარდა, ევრას ჯარიმის სახით, 10 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

მსგავსი