„პატრიოტთა ალიანსმა“ თელავში საპროტესტო მსვლელობა გამართა
„პატრიოტთა ალიანსმა“ თელავში საპროტესტო მსვლელობა გამართა

„პატრიოტთა ალიანსმა“ თელავში საპროტესტო მსვლელობა გამართა.

მსვლელობა თელავის მთავარ მოედანზე გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ავტომობილებზე მიმაგრებული ტრანსფარანტებით „არა ომს“, „რუსთავი-2“ პროვოკატორია“, „არა ნაცებს“, საყვირების ფონზე ქალაქის მთავარ მოედანს რამდენიმეჯერ შემოუარეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩილ თვალიაშვილის განცხადებით, აქციის მიზანია პროვაკატორების განცხადებების დაგმობა.

„მტრულად განწყობილ ქვეყანასთანაც კი, დიპლომატიის და დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს ურთიერთობა და არა პროვოკაციითა და შეურაცხმყოფელი განცხადებებით“, – განაცხადა თვალიაშვილმა.