„პატრიოტთა ალიანსმა“ რუსთავის მერობის კანდიდატად თორნიკე არევაძე წარადგინა
„პატრიოტთა ალიანსმა“ რუსთავის მერობის კანდიდატად თორნიკე არევაძე წარადგინა

„პატრიოტთა ალიანსმა“ რუსთავში, თეატრის წინ მდებარე სკვერში რუსთავის მერობის კანდიდატი და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

პარტიის სახელით რუსთავის მერობისთვის თორნიკე არევაძე იბრძოლებს.

რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატებს, „პატრიოტთა ალიანსმა“ სიის პირველ ნომრად დავით აბაშიძე, ხოლო მეორე ნომრად არჩილ არევაძე წარადგინა.