„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. ღონისძიება გაიმართა თბილისის ზღვაზე, ზურაბ წერეთლის მონუმენტთან, რომელიც ცნობილია, როგორც „საქართველოს მატიანე“.

ღონისძიების ფარგლებში „პატრიოტთა ალიანსმა“ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ნაძალადევის რაიონში კი, „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ რომ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის დასახელდნენ „მემარცხენე ალიანსის“ წევრები: სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე და კახა ძაგანია.

რაც შეეხება სიას, თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელდნენ: ნაძალადევის რაიონი – ირმა ინაშვილი, გლდანის რაიონი – მერაბ ჭიქაშვილი; ვაკის რაიონი –  ნანა დევდარიანი; სამგორი – გურამ ნიკოლეიშვილი; საბურთალო -კახა ძაგანია; დიდუბე – არჩილ ბენიძე; მთაწმინდა – მალხაზ თოფურია.

რაიონებში „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატით იბრძოლებენ: მცხეთა – მთიანეთი – სოსო შატბერაშვილი; საგარეჯო – სოსლან გარსევანიშვილი;ზუგდიდი – ოთარ ჭითანავა; თელავი – სოსო პარწიკანაშვილი; გორი – კობა მაზანაშვილი; ოზურგეთი – შოთა გოგიბერიძე; ჭიათურა – გიორგი კასრაძე; აჭარა – ჯუმბერ ტაკიძე; აჭარა – ზორბეგ ბერიძე, დავით დავითაძე, გურამ  თურმანიძე; ქობულეთი – გულნარა ბასილაძე, ამირან ტაკიძე; რუსთავი – პაატა ჯიბლაძე; ბათუმი – ზურაბ გაბაიძე; მარნეული – მახირ იუსუპოვი; მარტვილი – აბაშა – ჩხოროწყუ – წალენჯიხა – ვიქტორ ცაავა; ფოთი – ხობი – სენაკი – თეიმურაზ ფანჩულია; ამბროლაური – ონი – ცაგერი – ლენტეხი – მესტია – ერეკლე  საღლიანი; ახალქალაქი – არტაშე საკოფიანი.