პატიმრობაში მყოფი კატალონიელი სეპარატისტების ლიდერები ესპანეთის პარლამენტში მოხვდნენ
პატიმრობაში მყოფი კატალონიელი სეპარატისტების ლიდერები ესპანეთის პარლამენტში მოხვდნენ

პატიმრობაში მყოფი კატალონიელი სეპარატისტების ლიდერები ესპანეთის პარლამენტში მოხვდნენ. მათ შორის არის კატალონიის მეთაურის ყოფილი მოადგილე ორიელ ჟუნკერასი და კიდევ ოთხი სეპარატისტი, რომელთა წინააღმდეგაც მადრიდში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ ბრალად 2017 წელს, კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაში ადანაშაულებენ, რომელსაც ესპანეთის მთავრობა უკანონოს უწოდებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჟუნკერასს 25 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

თავად კატალონიელი სეპარატისტების ლიდერი სასამართლოს მიკერძოებულს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

სულ მადრიდში 12 კატალონიელ სეპარატისტს ასამართლებენ. კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუიჩდემონი კი ბელგიას აფარებს თავს.