პატიმრებს დაახლოებით ერთ კვირაში 15 წუთის ნაცვლად, 30 წუთი უფასო სასაუბრო დრო ექნებათ
პატიმრებს დაახლოებით ერთ კვირაში 15 წუთის ნაცვლად, 30 წუთი უფასო სასაუბრო დრო ექნებათ

პატიმრებისთვის 15-წუთიან სასაუბრო დროს დაემატება კიდევ ახალი პერსპექტივა, რომელიც ერთი კვირის ვადაში ტექნიკურად გაიმართება, ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დონაცია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ერთი კვირის ვადაში, პატიმრებს ექნებათ არა მხოლოდ 15 უფასო წუთი, არამედ 30 უფასო წუთი.

„საპატიმროების თვალსაზრისით კარგი სიახლე გვაქვს. იცით, რომ პატიმრებს 16 მარტს, 15 წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დავუმატეთ. ეს მთლიანად არის იმ მოლაპარაკებების შედეგი და იმ კერძო კომპანიის დამსახურება, რომელიც ციხეებს ემსახურება. მათ მადლობას კიდევ ერთხელ ვეუბნები, რადგან მათ ეს 15 წუთი უფასოდ ყველა პატიმარს მისცეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავარ პროკურატურას, რადგან იმ ბრალდებულებს მოუხსნა შეზღუდვა, რომლებსაც გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ოჯახთან და სხვა გარეშე პირებთან საუბრი აკრძალული ჰქონდათ.

„გუშინ, ამ 15 წუთს დაემატა კიდევ ახალი პერსპექტივა, რომელიც ერთი კვირის ვადაში ტექნიკურად გაიმართება. ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დონაცია. მინდა, მათ და მათ ხელმძღვანელს საქართველოში მადლობა ვუთხრა, რადგან ისინი დამატებით 15 წუთს დააფინანსებენ.ერთი კვირის ვადაში, ჩვენს პატიმრებს ექნებათ არა მხოლოდ 15 უფასო წუთი, არამედ 30 უფასო წუთი იმ პაემნების აკრძალვის ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, რომელიც დავაწესეთ და სხვა გამოსავალი ვირუსთან ეფექტურად ბრძოლის მიზნებიდან გამომდინარე არც გვქონდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი