პატარა ინგლისური სოფელი დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან სიმბოლურად გავიდა

18:40, 16.09.2026
ხმის მიცემის პროცესი (საილუსტრაციო ფოტო)

ხმის მიცემის პროცესი (საილუსტრაციო ფოტო)

ოქსფორდშირის საგრაფოში მდებარე პატარა სოფელმა პიდინგტონმა დიდი ბრიტანეთიდან „გასვლას“ სიმბოლურად მისცა ხმა. საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის (ERT News) კორესპონდენტის ცნობით, ასე უპასუხა პადინგტონის მოსახლეობამ მთავრობის განზრახვას, სოფლის მომიჯნავედ მდებარე ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებელი 1 256 მამაკაცი განეთავსებინა.

სოფლის 285 მცხოვრებიდან 265-მა ქვეყნის შემადგენლობიდან „გასვლას“ დაუჭირა მხარი, ხოლო 26-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრის შედეგს რაიმე იურიდიული ან კონსტიტუციური ძალა არ გააჩნია; ეს არის ადგილობრივ მოსახლეთა მშვიდობიანი პროტესტი, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების საკითხებით და იმ ფაქტით არიან შეშფოთებულები, რომ თავშესაფრის მაძიებელ მიგრნტთა რიცხვი მათი სოფლის მოსახლეობის რაოდენობას თითქმის ოთხჯერ გადააჭარბებს.

ადგილობრივი თემი აცხადებს, რომ უკვე ასობით მიმართვა მიიღო ბრიტანეთის სხვა რეგიონებში მცხოვრები იმ ადამიანებისგან, რომლებიც ანალოგიური სიმბოლური პროტესტების ორგანიზებით არიან დაინტერესებულნი.

სტატია: საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახური (ERT News)

ფოტოს ავტორი: იუსტინ ტალისი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი, 2026 წელი, 09:29 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი