პარუნაშვილის საგოლე, ხარაიშვილის დასანანი მარცხი
პარუნაშვილის საგოლე, ხარაიშვილის დასანანი მარცხი

გიორგი ხარაიშვილის „გეტებორგი“ შვედეთის ჩემპიონატის (ალსვენსკანი) მე-19 ტურში მესამეადგილოსან „ნორკოპინგს“ ესტუმრა და 75-ე წუთზე ანგარიში გახსნა, მაგრამ ქართველის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მასპინძლებმა 90-ე წუთზე პენალტით წონასწორობა აღადგინეს, ხოლო 90+6 წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანეს და 2:1 გაიმარჯვეს.

ხარაიშვილი კვლავ ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „გეტებორგი“ 22 ქულით მე-11 ადგილზეა.

დანიის სუპერლიგის მეექვსე ტურში ლაშა პარუნაშვილის „ესბიერგმა“ გასვლაზე „ოლბორგი“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი სტუმრებმა 57-ე წუთზე პარუნაშვილის გადაცემით გაიტანეს. 25 წლის ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

„ესბიერგმა“ მიმდინარე სეზონში შვიდი შეხვედრა ჩაატარა და 11 ქულით მეექვსე ადგილზეა. ქართველმა ნახევარმცველმა ყველა ეს თამაში შეუცვლელად ითამაშა.