ლაშა პარუნაშვილი დანიაში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს – „ჰორბოსთან“ სუპერლიგაზე 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ ქართველმა მორიგი ინდივიდუალური პრიზი მიიღო.
გუნდის საუკეთესო მოთამაშის პრიზი „ესბიერგის“ სპონსორმა დააწესა და ქართველი ლეგიონერი გამოარჩია. „ესბიერგმა“, რომელიც სუპერლიგაში წლეულს დაბრუნდა, 13 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-3 ადგილზეა და მშვენიერ სეზონს ატარებს, ამაში პარუნაშვილი დიდი როლს თამაშობს – მესამე თვეა, ლაშას ფანები გუნდის თვის საუკეთესო მოთამაშედ ასახელებენ.
„გუნდმა სეზონში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. „ესბიერგის“ ნახევარდაცვა ბრწყინვალედ გ ამოიყურებოდა, რასაც გუნდის მხარდამჭერები ნელ-ნელა შეეჩვივნენ. განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება ლაშა პარუნაშვილმა დატოვა და მატჩის სპონსორმა ის საუკეთესოდ დაუფიქრებლად დაასახელა“ – წერს „ესბიერგის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.