პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებასთან დაკავშირებით კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანა არჩევნების შემდეგ იგეგმება
პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებასთან დაკავშირებით კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანა არჩევნების შემდეგ იგეგმება

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა უცხო ქვეყნის დაზიანებაზე სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იგეგმება, როცა საკანონმდებლო საქმიანობა აქტიურად დაიწყება.

ცვლილებები თითქმის ყველა კომიტეტმა განიხილა, დარჩენილია მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოსმენა. ცვლილებების მიხედვით, ევროპის კავშირის, ნატო-ს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 1 000 ლარით.

იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ინციატივით თავდაპირველად პარლამენტის თავმჯდომარე – კახაბერ კუჭავა გამოვიდა, ცვლილებების ინიციატორები კი მოგვიანებით გახდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები – ალეკო ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე და ბადრი ჯაფარიძე.