„პარტიზანმა“ „აიაქსს“ გადაასწრო - ბელგრადი ევროპის ტალანტების სამჭედლოა
„პარტიზანმა“ „აიაქსს“ გადაასწრო - ბელგრადი ევროპის ტალანტების სამჭედლოა

CIES– ის ფეხბურთის ობსერვატორია რეგულარულად ადგენს სხვადასხვა ცხრილებსა და სტატისტიკურ მონაცემებს. ნოემბრის ნომერში „ფეხბურთის ობსერვატორიამ“ შეადგინა სია, ევროპის საუკეთესო 31 ლიგაში უფრო მეტი მოთამაშე, რომელმა კლუბმა გაზარდა.

საინტერესოა, რომ კარგა ხანს მწვერვალზე ამსტერდამის „აიაქსი“ იყო, ახლა კი მას პირველობა სერბულმა ბელგრადის „პარტიზანმა“ წაართვა. გუნდმა ევროპის 31 საუკეთესო ლიგაში სულ 85 ისეთი მოთამაშე გაუშვა, რომლიც ბელგრადის გუნდის საფეხბურთო სკოლაში გაიზარდნენ.

მეორე ადგილზეა „აიაქსი“ 77 მოთამაშით, მესამეზე – ზაგრების „დინამო“ (71), რომელთაც მოსდევს კიევის „დინამო (69) და „შახტარი (67), შემდეგ მოდის მადრიდის „რეალი“ (63).

საინტერესოა, რომ ათეულში კიდევ სამი ბალკანური კლუბი შევიდა. ეს არის ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“, რომელიც მეშვიდეა 61 მოთამაშით, ხორვატული სპლიტის „ჰაიდუკი“ (57) და ასევე სერბული „ვოევოდინა“ (55), რომელიც ცხრილში მეათეა (55).

დატოვე კომენტარი