პარტიებმა „დროამ“ და „ლელომ“კოალიციური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
პარტიებმა „დროამ“ და „ლელომ“კოალიციური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

პარტიებმა „დროამ“ და „ლელომ“ დღეს კოალიციური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც ერთი, ისე მეორე პატიის ლიდერი აღნიშნავს, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი პარტიებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.

როგორც ხელმოწერის ცერემონიამდე „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, სწორედ აღნიშნული ორპარტიული გაერთიანება იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანა მომავალში კოალიციურად იმართებოდეს.

„ჩვენი მიზნები და ამოცანები ძალიან ბევრ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ ვიქნებით ის პლატფორმა, რომელიც ერთპარტიულობის დამთავრების და ჟანსაღი კოალიციური მმართველობის გარანტი იქნება. დიახ, იქნება გარანტი, რომელიც არავის მისცემს ერთპარტიული მმართველობის საშუალებას. ძალიან მიხარია, რომ ხელს ვაწერთ ამ დოკუმენტს, რომელიც იქნება გარდამტეხი დოკუმენტი, რომ პარტია „დროას“ და „ლელოს“ შემოუერთდნენ არა მხოლოდ ადამიანები სხვა პარტიებიდან, არამედ ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიულები, მაგრამ ფიქრობენ, რომ სწორედ ასეთი გაერთიანება და გარანტია იქნება იმის საფუძველი, საწინდარი, რომ ქვეყანა კოალიციურად იმართებოდეს, იმართებოდეს მრავალპარტიულად და დავიწყოთ სერიოზულად, ძალიან სწრაფად ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა. მინდა, გითხრათ, რომ 10 დღეში არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება მისაღები, 20 ქალაქში არის რიგგარეშე არჩევნები და ეს იქნება შემოტრიალების წერტილი. თუ ჩვენ ყველანი ერთად მივხვდებით, რომ კოალიციას, მრავალფეროვნებას არ აქვს ალტერნატივა, სხვისი აზრის გაზიარებას და მერე სახელმწიფოებრივად ამის გადათარგმნას არ აქვს ალტერნატივა, მაშინ ეს არის ის მომენტი, როცა ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მოვიდეს არჩევნებზე და ერთპარტიულ მმართველობას, რომელმაც ქვეყნა მიიყვანა უკიდურეს გასაჭირამდე, დაუპირისპიროს კოალიციური მმართველობა“, – განცხადა მამუკა ხაზარაძემ.