პარტიამ „საქართველოსთვის“ ქობულეთში რეგიონული ორგანიზაცია გახსნა. აჭარაში მეორე, ქვეყნის მასშტაბით კი, მე-11 ოფისი პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარიამ, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ირაკლი მიქელაძესთან და პარტიის წევრებთან, კონსტანტინე ანანიაშვილთან, ეკატერინე ვეფხვაძესთან და საბა ჯიქიძესთან ერთად გახსნა.
გიორგი გახარია შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდა და მათ პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვები გააცნო.
პარტია „საქართველოსთვის“ ოფისები უკვე ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, მცხეთაში, დუშეთსა და თიანეთში. პარტიაში აცხადებენ, რომ რეგიონული ორგანიზაციების გახსნას აგრძელებენ.