პარტიამ „საქართველოსთვის“ დღეს შუახევსა და ხულოში ოფისები გახსნა
პარტიამ „საქართველოსთვის“ დღეს შუახევსა და ხულოში ოფისები გახსნა

პარტია „საქართველოსთვის“ აჭარაში რეგიონული ორგანიზაციების გახსნას განაგრძობს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფისები დღეს შუახევსა და ხულოში გაიხსნა.

მათივე ცნობით, პარტიის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ხულოს და შუახევის ოფისები, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ირაკლი მიქელაძესთან და პარტიის წევრებთან: კონსტანტინე ანანიაშვილთან, ეკატერინე ვეფხვაძესთან და საბა ჯიქიძესთან ერთად გახსნა.

„გიორგი გახარია ხულოსა და შუახევში შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდა და მათ პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვები გააცნო. პარტია „საქართველოსთვის“ ოფისები უკვე ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, მცხეთაში, დუშეთში თიანეთში, ხულოსა და შუახევში. რეგიონული ორგანიზაციების გახსნა აქტიურ რეჟიმში გრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი