პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინასაარჩევნო პროგრამა ევროკავშირიდან გერმანიის გასვლასაც ითვლისწინებს

22:59, 29.11.2024
epa11445359 AfD party and faction co-chairwoman Alice Weidel (L) and AfD co-chairman Tino Chrupalla (R) attend the Alternative for Germany (AfD) conference in Essen, Germany, 29 June 2024. The AfD is holding its national party conference in Essen's Grugahalle on the weekend of 29-30 June. A total of 80,000 people are expected to attend numerous events organized against the party.  EPA/FABIAN STRAUCH

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინასაარჩევნო პროგრამა ევროკავშირიდან გერმანიის გასვლის ინიციატივასაც ითვლისწინებს, – ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.

პარტიაში ასევე მიაჩნიათ, რომ გერმანია უნდა გამოეთიშოს ევროს ერთიან ვალუტას და საკუთარი ეროვნული ვალუტა შემოიღოს.

„მიგვაჩნია, რომ გერმანიის ევროკავშირიდან გასვლა და ახალი ევროპული საზოგადოების შექმნა აუცილებელია“, – ნათქვამია პარტიის პროგრამაში.

პროგრამაში რამდენიმე გვერდი ეთმობა უსაფრთხოების პოლიტიკას. ასევე, განხილულია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების საკითხი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ რუსეთი ბუნებრივი აირის იაფი მიმწოდებელია და მასთან ვაჭრობა უნდა აღდგეს. უკრაინამ კი თავისი მომავალი უნდა განიხილოს, როგორც ნეიტრალურმა სახელმწიფომ ევროკავშირისა და ნატო-ს გარეშე.

მსგავსი