პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თავმჯდომარე და გამგეობის შემადგენლობა აირჩია
პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თავმჯდომარე და გამგეობის შემადგენლობა აირჩია

პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახალი თავმჯდომარე და გამგეობის შემადგენლობა აირჩია. პარტიის თავმჯდომარე თამარ კეკენაძე გახდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, „თავისუფალი დემოკრატების“ მეექვსე, რიგგარეშე ყრილობაზე დამტკიცდა წესდების ახალი რედაქცია, დასახელდა პარტიული სიის პირველი ნომერი და წარდგენილი იქნა თბილისსა და რეგიონებში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთა შემადგენლობა.

პარტიის გამგეობის წევრებად აირჩიეს, ვახტან მჭედლიძე, თამარ კეკენაძე, დევი ტაბიძე და ემზარ კაკულია. პარტიული სიის პირველ ნომრად დასახელდა პარტიის გამგეობის წევრი ვახტანგ მჭედლიძე.

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკუთარი კანდიდატები ოთხ მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს, მათ შორის ორი თბილისში, ორი – რეგიონში.

თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან,  საბურთალოს საარჩევნო ოლქი ვიტალი დარასელია; ისნის საარჩევნო ოლქი ედუარდ ელოშვილი.

რეგიონებში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან,  გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი დავით ჭუნიაშვილი; მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი ვახტანგ მარტოლეკი;

პარტიის ყრილობა გახსნა პარტიის გამგეობის წევრმა ემზარ კაკულიამ. პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, თამარ კეკენაძემ სიტყვით მიმართა მოწვეულ დელეგატებს, სტუმრებს, ისაუბრა პარტიის არსებულ რეალობასა და სამომავლო გეგმებზე.

ყრილობას პარტიის წევრები, მიწვეული სტუმრები და მხარდამჭერები დაესწრნენ.