პარტიის – „საქართველოსთვის“ სადამფუძნებლო კონფერენციაზე, პარტიის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს.
„ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ სადამფუძნებლო კონფერენცია იმართება.
ღონისძიება 400-მდე დამფუძნებელსა და სტუმარს მასპინძლობს.
„ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში პარტიის წარდგენისას სტუმრებს მიმართავს გიორგი გახარია.
ადგილზე შეკრებილი არიან პარტიის სახეები და მხარდამჭერები.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.