პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი თავდგირიძე „ქართულმა ოცნებამ“ მოისყიდა ან დააშინა
პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი თავდგირიძე „ქართულმა ოცნებამ“ მოისყიდა ან დააშინა

პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი თავდგირიძე „ქართულმა ოცნებამ“ მოისყიდა ან დააშინა.

პარტიიდან „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარისა და ბათუმის საკრებულოს არჩეული წევრის, ირაკლი თავდგირიძის წასვლასთან დაკავშირებით განცხადება ბათუმში, პარტიის ოფისში გაკეთდა.

ბათუმის საკრებულოს არჩეული დეპუტატის, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, აკაკი გვიანიძის განცხადებით, ისინი პოზიციას არ იცვლიან და არც ერთ პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

„გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც ბევრი ადამიანი წავა, ვისთვისაც ღირებულებებზე მაღალი მატერიალური კეთილდღეობაა, მით უკეთესი. ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, არ ვაპირებთ თანამშრომლობას არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“. ორივე პარტია ერთმანეთს დაემსგავსა“, – განაცხადა აკაკი გვიანიძემ.

ირაკლი თავდგირიძემ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.