პარტია „მოქალაქეებმა“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნას ხელი მოაწერა
პარტია „მოქალაქეებმა“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნას ხელი მოაწერა

პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის განცხადებით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნას პარტია „მოქალაქეებმა“ ხელი მოაწერა.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იმსახურებს, რომ პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართოს და მოქალაქეებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ, რა ხდება ქვეყანაში.

„ვიზიარებ მოსაზრებას, რომ რიგგარეშე სხდომა მოიწვიონ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა კითხვებს პასუხი გასცეს“, – განაცხადა იოსელიანმა.